Jump to content

 

სურათი

კუ


55 გამოხმაურება

#1 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 20 June 2013 - 11:52 AM

კუს შერჩევა
კუს შეძენის წინ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ როგორ ცხოვრობენ კუები, რითი იკვებებიან და როგორ მოუაროთ მას. ამ ყველაფრის წინასწარ ცოდნის გარეშე კუს ვაყენებთ დაავადების რისკვის ქვეშ. 
წინასწარ უნდა გამოვყოთ ასევე ადგილი, სადაც შემდგომში იცხოვრებს კუ ან შევიძინოთ ტერარიუმი.
უნჯობესია თავიდან შევიძინოთ ერთი კუ და მხოლოდ შემდეგ მივუყვანოთ მას მეგობრები. ერთდროულად რამდენიმეს შეძენის შემთხვევაში შესაძლებელია ჩვენ ვერ გავართვათ თავი მათ მოვლას.
თუ აქამდე კუ არ გყოლიათ უმჯობესია აირჩიოთ გავრცელებული სახეობები: წითელურა ან შეააზიური კუ. ისინი უფრო გამძლეები არიან და ნაკლებ პრობლემებს ქმნიან, ვიდრე კუს ეგზოტიკური სახეობები. არ ღირს გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების შეძენა, თუ მათ გამრავლებას არ აპირებთ.
კუს ყიდვა სასურველია გაზაფხულის ბოლოდან შემოდგონის დაწყებამდე პერიოდი.ზამთარში შესაძლებელია ყიდდნენ ავადმყოფ კუს ან გზაში გადაყვანისას გაგვიცივდეს.
უნდა ვიცოდეთ, რომ ჯანმრთელი კუ აქტიურია, არ აქვს გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან. თვალები ღია აქვს, არ სუნთქავს პირით და რეაგირებს ადამიანებზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ არ იყოს სალმონელოზით დაავადებული, რადგან ის გადაეცემა ადამიანსაც.
რომელი კუს შეძენაა უკეთესი? წყლის თუ ხმელეთის?

602a095366f0.jpg

 
ხმელეთის კუს პლიუსები:
ხმელეთის ტრანსპორტით გადაადგილების დროს მათი თან წაყვანა შეიძლება ყუთით ან სულაც შესაძლებელია დაუტოვოთ ახლობელს მოსავლელად.
მათი კვება უფრო ადვილია და იაფიც ჯდება. შეგვიძლია მივცეთ ბოსტნეული ან ხილი.
ითვლება, რომ ხმელეთის კუ ნაკლებად აგრესიულია ვიდრე წყლის. ჩვეულებრივ ასეა, მაგრამ არა ყოველთვის.
ტერარიუმის დასუფთავება ბევრად ადვილია, ვიდრე წყლის გამოცვლა ან ფილტრის გაწმენდა.
მინუსები: 
ხმელეთის კუს უმრავლესობა წითელ წიგნშია შეტანილი.
სხვა ქვეყანაში გადაფრენისას პაქტიკულად შეუძლებელია მისთვის საბუთების გაკეთება.
 

9fbd60961db6.jpg

ზღვის კუს პლიუსები:
ისინი უფრო ლამაზები და აქტიურები არიან, ვიდრე ხმელეთის.
მათი შეძენა ადვილი და იაფია, და ეს არ აყენებს ბუნებას ზიანს.
წყლის (განსაკუთრებით წითელყურა) კუები უვლიან ერთმანეთს.
წყლის კუს უფრო მეტი სახეობა არსებობს, ამიტომ ადვილია იაფად შვიძინთ ისეთი კუ, როგრიც სხვებს არ ყავთ.

 



#2 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 25 June 2013 - 10:54 AM

კუს დაბანა, გასეირნება, კუს სამგზავროდ წაყვანა
კუს შეძენის შემდეგ მასთან ხშირად გვექნება ფიზიკური კონტაქტი. მოგვიწევს მისი დაბანა, გასეირნება, კვება, ფრჩხლების დაჭრა. საჭიროა ყველაფერში დავიცვათ ზომიერება.
აუცილებელია კუ სწორედ დავიჭიროთ, რადგან მისი უმრავლესობა იკბინება, იკაწრება. კუ უნდა დაუჭიროთ ჩვენგან მოშორებით, ნიჟარის უკანა მხარეზე ზემოდან ქვემოთ მიმართული. არავითარ შემთხვევაში არ დავაყენოთ კუ წყლის ნაკადის ქვეშ. უნდა ვადევნოთ თვალი, რომ კუს ნესტოები არ აღმოჩნდნენ წყალქვეშ. ნახევარი საათის შემდეგ ის ამოგვყავ და ვამშრალებთ რბილი პირსახოცით. დაუშვებელია ახალდაბანილი გავიყვანოთ გარეთ. ხმელეთის კუს დაბანისას ჩვეულებრივ არ იყენებენ ქიმიურ ნივთიერებებს.
ხმელეთის კუ უნდა ვაბანავოთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ თბილ წყალში (30-35 გრადუსი) ნახევარი საათის განმავლობაში. წყალი უნდა სწვდებოდეს კუს კისერს. ტროპიკულები უფრო ხშიარად, ვიდრე შუააზიური ან ეგვიპტური კუ. ახალგაზრდები (1-2 წლის) საჭიროა ვაბანავოთ 2-3-ჯერ კვირაში. ზრდასრულებს შევასხუროთ ყოველ დღე ცოტა წყალი.
ზრდის პერიოდში კუს შეიძლება გაუჩნდეს დალურჯებები. ამ დროს შეგვიძლია წავუსვათ რეპტილიების სპეციალური კრემი. დალურჯება არ უნდა აგვერიოს სოკოში, რაც ხშირად აწუხებთ კუებს. სოკოს საწინააღმდეგოდაც უნდა გამოვიყენოთ სოკოს სპეციალური კრემი. სხვა საშუალებების გამოყენება დაუშვებელია.
ჯანმრთელი კუ უვლის თავს. ჭამის შემდეგ წინა თათით იცილებელ საკვების ნარჩენებს პირიდან. მაგრამ ხშირად საკვები ეკრობა პირის მიდამოებს, ამიტომ დაბანისას პირთან ფრთხილად უნდა მოვბანოთ. თუ კუ თავს ბანს, შეგვიძლია დავუღუტუნოთ კუდის მიდამოებში და ის დაიწყებს თავის გამოყოფას.
ჩვეულებრივ ფრჩხილებს კუ იცილებს თვითონ, მაგრამ თუ მას აწუხებს ვიტამინის ან კალციუმის ნაკლებოდა, მაშინ ისინი იზრდებიან სწრაფად და საჭიროა მათი მოჭრა.
წყლის კუსთვის ეს პროცედურა საჭირო არაა. ფრჩხილების დახმარებით ისინი ანაწევრებენ საკვებს, ხოლო მდედრი წყლის კუსთვის ის მეორე, სქესის განმსაზღვრელი ნიშანია.
მათი დაჭრა მაშინაა საჭირო თუ ხელს უშლის კუს გადაადგილებაში.
კუს გასეირნება შესაძლებელია მზიან ამინდში. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ბალახიანი ადგილები, თუმცა თვალი არ უნდა მოვაშოროთ, რომ არ გაიპაროს ან არ გაიტაცონ ძაღლებმა ან ფრინველებმა. კუ დაუშვებელია მოვათავსოთ ყუთში ან ტაშტში და დავდგატმ ზიან ადგილას, მას აუცილებლად უნდა შეეძლოს ჩრდილში გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში გადახურდება.
რომ არ დავკარგოთ კუ, ამისთვის შეგვიძლია მივაბათ მას ბუშტი ან ლენტი, მაგრამ ამისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ სკოჩი.
კუს გასეირნება საჭიროა ნახევარი საათით.
მგზავრობისათვის ზაფხულში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ნახერხიანი კონტეინერი. მასში მგზავრობა შესაძლებელია 2 დღის განმავლობაში. +20 გრადუსზე ქვემოთ ტემპერატურისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ კუ იყოს თბილად. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ არანაირი ნაჭრები, ბეწვეული არ გაათბობს კუს.
წყლის კუს გადაყვანა შესაძლებელია პატარა წყლიანი კონტეინერით, ან სველი პირსახოცით. 1-2 დღე უწყლოთაც შეუძლია გაძლება.
დიდ მანძილზე მგზავრობისას უნდა შევარჩიოთ დიდი ყუთი, ვენტილაციით და მსხვილი ნახერხით. მგზავრობამდე კარგად უნდა შევისწავლოთ მისი ჯანმრთელობა.


#3 Guest_:D_*

Guest_:D_*
  • სტუმრები

დაწერილია 24 August 2013 - 02:42 PM

ese me ar mivlian saxlshi da amas rogor mouaro :D

 



#4 Guest_christin_*

Guest_christin_*
  • სტუმრები

დაწერილია 12 September 2013 - 08:16 PM

wylis witelyura ku myavs da ramdenime dgea sachmeli ar uchamia, ra gavaketo?



#5 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 17 September 2013 - 06:52 PM

 

wylis witelyura ku myavs da ramdenime dgea sachmeli ar uchamia, ra gavaketo?

ვეტერინარს მიუყვანე, თუმცა საქართველოში არამგონია კუს სადმე მკურნალობდნენ  :D  :D  რამდენიმე თვის წინ ჩემს ზღვის გოჭს ქონდა მსგავსი პრობლემა და მთელი თბილისი შემოვიარე და ყელგან მითხრეს, რომ ზღვის გოჭებს არ მკურნალობდნენ  :D  :D  :ph34r:



#6 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 17 September 2013 - 06:53 PM

თუმცა ვეცდები მოგიძებნო ინფორმაცია  :)



#7 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 17 September 2013 - 06:59 PM

მოკლედ კუ შეიძლება არ ჭამდეს სტრესის გამო, სიცივის გამო, ავადმყოფობის გამო, ასევე ამის მიზეზი შეიძლება იყოს ამინდის შეცვლა. თუ თქვენი კუ არ ჭამს 1,5- 2 კვირის განმავლობაში მიმართეთ ვეტერინარს  :)



#8 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 17 September 2013 - 07:04 PM

მხოლოდ არ ჭამს თუ წყალშიც არ ჩადის?



#9 Guest_მაკო_*

Guest_მაკო_*
  • სტუმრები

დაწერილია 19 September 2013 - 05:53 PM

რითი იკვებება წყლის კუ? შეიძლება მისი ბინძურ წყალში ჩასმა? მართალია რომ თავკომბალებს ჭამენ?



#10 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 27 September 2013 - 02:08 PM

 

რითი იკვებება წყლის კუ? შეიძლება მისი ბინძურ წყალში ჩასმა? მართალია რომ თავკომბალებს ჭამენ?

პატარა ზღვის კუს კვებავენ თევზით, მწერებით, ძროხის უმი ღვიძლით და ამფიბიებით, ხოლო უკვე მოზრდილი ზღვის კუს კვების რაციონში ამატებენ სალათის ფოთლებს, სტაფილოს და ზღვის მცენარეებს 



#11 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 27 September 2013 - 02:12 PM

 

შეიძლება მისი ბინძურ წყალში ჩასმა?

არაა რეკომენდირებული, ბინძური წყალი მხოლოდ ანაკონდასთვისაა სასარგებლო  :D  :D  :D  :D  :D



#12 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 27 September 2013 - 09:48 PM

af9e7525247b.jpg

კუ ფენ-შუიში ითვლება სიბრძნის, დაცვის, ჯანმრთელობის და დიდი ხნის სიცოცხლის სიმბოლოდ. ფენ-შუის 4 ზეციურ ცხოველს შორის კუ ერთ-ერთია. ითვლება რომ კუ უნდა იყოს ყველა ოჯახში.
კუ წინსვლის სიმბოლოა. კუს თილისმა იზიდავს იღბალს, ეხმარება ცხოვრებისეული და სამსახურეობრივი პრობლემების მოგვარებაში, ასევე ზრდის შემოსავლიანობას.
თილისმა "ფენ-შუის კუ" ეხმარება ოჯახის უფროსს, რადგან ის სტაბილურობის და საიმედოობის სიმბოლოა. ადამიანს, რომელსაც აქვს ეს თილისმა, ყოველთის დაცული იქნება.
ის ასევა მძიმე შრომის სიმბოლოა, რომელიც აუცილებლად დასაჩუქრდება. შავი კუ ითვლება ჩრდილოეთის მფარველად, ამიტომ ფენ-შუი გვირჩევს სამუშაო კაბინეტი მოვაწყოთ ჩრდილოეთ მხარეს. 
თუ გინდათ თილისმა დაგეხმაროთ სამსახურის საქმეში, ის უნდა შევარჩიოთ უბრალო მეტალის. 


#13 Guest_demna_*

Guest_demna_*
  • სტუმრები

დაწერილია 03 November 2013 - 06:41 PM

yvelaperi vuyide magram ar wams 

 



#14 Guest_demna_*

Guest_demna_*
  • სტუმრები

დაწერილია 03 November 2013 - 06:46 PM

ras akeetebs  zamtarshi wylis ku

 



#15 Guest_demna_*

Guest_demna_*
  • სტუმრები

დაწერილია 03 November 2013 - 06:48 PM

ra mouva chem kus akvareumshi



#16 Guest_demna_*

Guest_demna_*
  • სტუმრები

დაწერილია 03 November 2013 - 06:49 PM

termometri schirdeba



#17 Guest_demna_*

Guest_demna_*
  • სტუმრები

დაწერილია 03 November 2013 - 06:52 PM

dzmakaci moukvda da ar chams



#18 Guest_demna_*

Guest_demna_*
  • სტუმრები

დაწერილია 03 November 2013 - 08:27 PM

rogor gavigut gamravlebis dro

 



#19 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 08 November 2013 - 03:25 PM

 

termometri schirdeba

წყლის კუ უნდა გვყავდეს აკვარიუმში, რომელის 2/3 წყლით უნდა იყოს დაფარული და 1/3 უნდა იყოს ხმელეთი. აუცილებელი წყლის გამათბობელი, ულტრაიისფერი ნათურა  და ნათურა ხმელეთის განათებისთვის.

გათბობისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ 40-6- ვატიანი ნათურა, კერამიკული ან ინფრაწითელი გამათბობელი. უკეთესია გამოვიყენოთ კერამიკული, რადგან ის არ სკდება წყალთან შეხებისას.

შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ულტრაიისფერი ნათურა, რომელსაც აქვს 8-10 % UVB. 
ნათურა უნდა ვცვალოთ ნახევარ წელიწადში ერთხელ.

ულტრაიისფერი ნათურა ახდენს მზის სხივების იმიტაციას და ეხმარება კუს კალციუმის შეწოვაში.



#20 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 08 November 2013 - 04:17 PM

 

ras akeetebs  zamtarshi wylis ku

წყლის კუ ზამთარში ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებს, ხმელეთის კუსგან განსხვავებით, რომელიც ბუნებრივ პირობებში იძინებს ხოლმე. წყლის კუმ ზამთარი კარგად რომ გადაიატნოს საჭიროა თბილი ტემპერატურა, ჩვეულებრივ 28 გრადუსი





გამოხმაურების დამატება



  


0 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 0 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი