Jump to content

 

სურათი
- - - - -

წიწაკის დაავადებები


  • Please log in to reply
9 გამოხმაურება

#1 მეამბოხე

მეამბოხე

    Advanced Member

  • Administrators
  • 459 წერილები:
  • Locationთბილისი, საქართველო

დაწერილია 01 December 2012 - 03:43 AM

წიწაკის მცენარეს და ნაყოფებს აზიანებს მრავალი სოკოვანი, ვაქტერიული და ვირუსული დაავადება. განსაკუთრებით სახიფათო და გავრცელებულია სოკოვანი დაავადებებიდან: ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ფუზარიოზული ჭკნობა, ნაცრისფერი ობი, ღეროს ფუძის სიდამპლე, ვერტიცელიოზური ჭკნობა, ცერკოსპორიოზი, ნაცარი და ფიტოფტორა.
ვირუსული დაავადებებიდან წიწაკას ძირითადად აზიანებს სტოლბური, კიტრის მოზაიკა და იონჯის მოზაიკა.
წიწაკას ასევე მნიშვნელოვნად აზიანებს ბაქტერიული დაავადებებიც, რომელთაგან განსაკუთრებით გავრცელებულია ბაქტერიული ლაქიანობა, ნაყოფების სველი სიდამპლე, ბაქტერიული კიბო და ბაქტერიული ჭკნობა.
ქვემოთ მოცემულია დაავადებათა აღწერა ილუსტრაციები და ზოგადი ბრძოლის მეთოდები, უფრო კონკრეტული ბრძოლის მეთოდების და წიწაკის დაავადებებთან დაკავშირებულ სხვა, თქვენთვის საინტერესო კითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ამ თემაში :)

#2 მეამბოხე

მეამბოხე

    Advanced Member

  • Administrators
  • 459 წერილები:
  • Locationთბილისი, საქართველო

დაწერილია 01 December 2012 - 03:53 AM

წიწაკის სოკოვანი დაავადებები

ალტერნარიოზი



გამომწვევიAlternaria solani Sor.
დაავადება ჩნდება ვეგეტაციის მეორე ნახევარში. იგი ინახება მცენარეული ნარჩენებში სადაც სოკო ვითარდება საპროტროფულად და დაზიანებულ თესლებში, მიცელიუმის სახით.
დაავადების სიმპტომებიდაავადება შეინიშნება ფოთლის ფირფიტებსა და ნაყოფებზე. დაზიანებულ ფოთლებზე ვითარდება მცირე ზომის მუქი-ნაცრისფერი ლაქები, რომლებიც დაავადების განვითარების შემდეგ ზომაში იზრდებიან და ხდება მათი შეერთება. ყალიბდება ნეკროზული უბნები, რის შედეგადაც ხდება ფოთლების ჭკნობა და დაღუპვა.
ნაყოფებზე პირველი სიმპტომებია წყლით გაჟღენთილი ლაქების ჩამოყალიბება. დაავადების შემდგომი განვითარების შედეგად დაზიანებული უბნები იფარება ნათელი ფერის სოკოს მიცელიუმებით, რომლებიც დროთა განმავლობაში ხდებიან მუქი წენგოსფერი შეფერილობის. ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში მიცელიუმები სწრაფად ვრცელდებიან ნაყოფის ზედაპირზე და ქმნიან მომრგვალო კონფიგურაციის ფორმის დაზიანებულ უბნებს. დროთა განმავლობაში ხდება დაზიანებული ნაყოფების მუმიფიკაციამუქი-წენგოსფერი ნადებით მათი დაფარვა.
უნდა აღინიშნოს რომ დაავადების ნაყოფის ზედაპირზე უმნიშვნელო გამოვლენის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, პათოგენი აღწევს ნაყოფში, სადაც ვითარდება და აზიანებს თესლს.
გარდა ნაყოფებსა და ფოთლებზე განვითარებისა, პათოგენს გააჩნია განვითარების უნარი მოსავლის აღებისშემდგომ პერიოდშიც.
დაავადების გამომწვევი ვეგეტაციის პერიოდში დაავადებულიდან საღ მცენარეებზე კონიდიების საშუალებით ვრცელდება.


ბრძოლის ღონისძიებები:


· ნაკვეთის გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან;

· სათბურების შემთხვევაში საჭიროა გრუნტის თერმული ან ქიმიური დეზინფექცია;

· ნიადაგის ბალანსირებული განოყიერება მინერალური სასუქებით;

· კულტურის წარმოებისათვის საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებების დროული განხორციელება;

· დაზიანებული მცენარეების და ნაყოფების მოცილება ვეგეტაციისა და მოსავლის დახარისხების პერიოდებში.

დაავადებული მცენარეების სურათები



Attached Thumbnails

  • ფიტოფტორა.jpg
  • ფიტოფტორა1.jpg


#3 მეამბოხე

მეამბოხე

    Advanced Member

  • Administrators
  • 459 წერილები:
  • Locationთბილისი, საქართველო

დაწერილია 01 December 2012 - 04:33 AM

წიწაკის სოკოვანი დაავადებები


ანთრაქნოზი



გამომწვევიColletotrichum capsisi.
დაზიანების მასშტაბებისა და კულტურის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესების მიხედვით ანთრაქნოზი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო დაავადებად. პათოგენი იზამთრებს მცენარეულ ნარჩენებსა და თესლებში. ვრცელდება სპორებით, ქარის, წყლის, ცხოველების, და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარისა და სპეცტანსაცმლის მეშვეობით. პათოგენის განვითარებას ხელს უწყობს ჰაერის მაღალი შეფარდებითი ტენიანობა, (90%-ზე მაღალი) და 28 ºC – ზე მაღალი ტემპერატურა.
ანთრაქნოზი ვითარდება წიწაკის ნაყოფების სიმწიფის დასაწყისში, როგორც გრუნტში, ასევე მოსავლის შენახვა-ტრანსპორტირების პერიოდში.
დაავადების სიმპტომებიშეინიშნება მცენარის ზრდის შეჩერება და მისი ჭკნობა. დაინფიცირებული ღეროს წვერი ფერმკრთალდება და ხდება ყავისფერი, რაც გამოწვეულია ფესვთა სისტემის დაზიანებით.
ინფექცია ასევე ვრცელდება ნაყოფებზეც. მათი ზედაპირი იფარება ღრუებით, მუქი ყვითელი ან ყავისფერი ოდნავ ჩაზნექილი ლაქებით.
პათოგენმა შესაძლოა დააზიანოს მცენარე აღმოცენების ფაზაში. ლებანფოთლებზე ჩნდება ყვითელი ლაქები, ხოლო უფრო მოზრდილ მცენარეთა ფესვები და მთავარი ღერო ნეკროზდება და იღუპება.

brZolis RonisZiebebi:

  • მცენარეული ნარჩენების განადგურება;
  • საღი სათესლე მასალის გამოყენება;
  • მოსავლის დროული აღება, რომელიც აუცილებელია ჩატარდეს მშრალ ამინდში;
  • წიწაკის შენახვა საჭიროა 3-4ºCზე, 90%-ზე მეტი ტენიანობის პირობებში.
დაავადებული მცენარეების სურათები

Attached Thumbnails

  • ანთრაქნოზი.jpg
  • ანთრაქნოზი1.jpg


#4 მეამბოხე

მეამბოხე

    Advanced Member

  • Administrators
  • 459 წერილები:
  • Locationთბილისი, საქართველო

დაწერილია 01 December 2012 - 04:36 AM

წიწაკის სოკოვანი დაავადებები

ფუზარიოზული ჭკნობა



გამომწვევი Fusarium spp.
პათოგენი მცენარეში ხვდება გვერდითი ფესვებიდან იწვევს მათ ნეკროზს და შემდეგ მცენარის ჭკნობას.
სოკო ნიადაგში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას რამდენიმე წლის განმავლობაში. მისი გავრცელება ხდება სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობით, დაზიანებულ მცენარეთა ნარჩენებით და წყლით. ნიადაგის და მაღალი ტემპერატურა (33ºC) და ტენიანობა ხელს უწყობს დაავადების სწრავ განვითარებას.
დაავადების სიმპტომებიაავადების სიმპტომები შეინიშნება დაინფიცირებიდან რამდენიმე დღეში. მათი გამოვლინების ვადები დამოკიდებულია მცენარის გამძლეობის უნარზე, დამაინფიცირებელი აგენტის ვირულენტობაზე (დაინფიცირების უნარი) და კლიმატურ პირობებზე.
თავდაპირველად ხდება ფოთლების უმნიშვნელო შეყვითლება და წვეროში მდებარე ფოთლების ჭკნობა. დაავადების განვითარების კვალდაკვალ ფოთლები მცენარეზე რჩებიან და მათი შეფერილობა ხდება ბუნდოვანიმწვანიდან ყავისფერში გარდამავალი.
ღეროს ან ფესვის დიაგონალურ ჭრილზე შეინიშნება მოწითალო-ნაცრისფერი ლაქები.

ბრძოლის ღონისძიებები:

· მცენარეულინარჩენების განადგურება;

· სათბურებისშემთხვევაში საჭიროა გრუნტის თერმული ან ქიმიური დეზინფექცია;

· ნიადაგისბალანსირებული განოყიერება მინარელური სასუქებით;

· კულტურის წარმოებისათვისსაჭირო აგროტექნიკური ღონისძიებების დროული განხორციელება.

დაავადებული მცენარეების სურათები

Attached Thumbnails

  • ფუზარიოზული ჭკნობა.jpg
  • ფუზარიოზული ჭკნობა1.jpg
  • ფუზარიოზული ჭკნობა2.jpg


#5 მეამბოხე

მეამბოხე

    Advanced Member

  • Administrators
  • 459 წერილები:
  • Locationთბილისი, საქართველო

დაწერილია 01 December 2012 - 04:45 AM

წიწაკის სოკოვანი დაავადებები


ნაცრისფერი სიდამპლე


გამომწვევი Botrytis cinerea.

პათოგენი აღწევს მცენარეში მექანიკური დაზიანებების მეშვეობით და ვითარდება მაღალი ტენიანობის პირობებში, ფართო ტემპერატურულ დიაპაზონზე.
სოკო იზამთრებს მცენარეულ ნარჩენებში, სკლეროციებისა და მიცელიუმის სახით, რომლებიც წარმოადგენენ მცენარეთა ფართო სპექტრის დაავადების წყაროს. ინფექციის გავრცელება ყველაზე ხშირად ხდება მექანიკურად, სხვადასხვა აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებისას.
დაავადების სიმპტომებიდაავადების გამოვლენა ხდება ფოთლებზე, ნაყოფებსა და ღეროებზე მზარდი სველი ლაქების სახით. ეს სიმპტომი ყველაზე კარგად ჩანს ნაყოფზე. ამ დროს როგორც წესი, ნაყოფის კანი რჩება დაუზიანებელი, მაგრამ ნაოჭდება. დაზიანების ადგილას ნაყოფი ხდება რბილი, სველი წენგოსფერი-მონაცრისფრო და ჩაღრმავებული. ნაყოფის ზედაპირზე ჩნდება ნაცრისფერი სპორებით სრულად დაფარული მიცელიუმი.
ფოთლებზე შეინიშნება ნაცრისფერი სველი ლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში იფარებიან სპორებიანი მიცელიუმებით.

ბრძოლის ღონისძიებები

  • ტემპერატურის ოპტიმალური რეჟიმის შენარჩუნება სათბურებში, სისტემატური ვენტილაცია;
  • ნათესების ოპტიმალური სიხშირის დაცვა;
  • ქვედა იარუსის დაავადებული ფოთლების მოცილება;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.


დაავადებული მცენარეების სურათები

Attached Thumbnails

  • nacrisferi sidample.jpg
  • ნაცრისფერი სიდამპლე.jpg
  • ნაცრისფერი სიდამპლე1.jpg


#6 მეამბოხე

მეამბოხე

    Advanced Member

  • Administrators
  • 459 წერილები:
  • Locationთბილისი, საქართველო

დაწერილია 01 December 2012 - 04:55 AM

წიწაკის სოკოვანი დაავადებები

ღეროს ფუძის სიდამპლე



გამომწვევი Didymellalycopersici, Phoma destructiva. Phoma exiqua.

დაავადება ვითარდება მომატებული ტენიანობის პირობებში. სოკოს სპორები გადაიტანება ქარით. მცენარეში პათოგენის შეჭრა ხდება როგორც მექანიკური დაზიანების მეშვეობით, ასევე ფორებით.
ინფექციის პირველადი წყაროებია: ნიადაგი, მცენარეული ნარჩენები და თესლი.
დაავადების სიმპტომები დაავადება ვითარდება მცენარის მთავარ ღეროზე, სადაც შეინიშნება ნაცრიფერიმწვანე და მუქი ფერის ლაქები, რომლებიც იკავებენ ღეროს ქვედა მხარის მთელ ზედაპირს. შემდგომ სტადიაზე ნეკროზი ვითარდება ღეროს გამტარ ჭურჭლებში. ხოლო დაზიანებული ორგანოების ზედაპირზე კი ამ პერიოდში შესაძლებელია გაჩნდეს პატარა მუქი წერტილებისოკოს პიკნიდიუმები

ბრძოლის ღონისძიებები:

  • მცენარეული ნარჩენების განადგურება;
  • სათბურის შემთხვევაში საჭიროა გრუნტის თერმული ან ქიმიური დამუშავება და ტემპერატურის დატენიანობის ოპტიმალური მაჩვენებლების შენარჩუნება
  • სათესლე მასალის დეზინფექცია.

დაავადებული მცენარის სურათი




Attached Thumbnails

  • ღეროს ფუძის სიდამპლე.jpg


#7 მეამბოხე

მეამბოხე

    Advanced Member

  • Administrators
  • 459 წერილები:
  • Locationთბილისი, საქართველო

დაწერილია 01 December 2012 - 05:07 AM

წიწაკის სოკოვანი დაავადებები

ვერტიცელიოზული ჭკნობა



გამომწვევებიVerticillium dahliae Kleb da V.albo-atrum.

პათოგენები ინახება მცენარეულ ნარჩენებსა და ნიადაგში, სადაც ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას 15 წლის განმავლობაში. დაავადება ხდება ქერცლიდან ან გადარგვისას ან კულტივაციისას მიღებული მექანიკური დაზიანებებიდან.

ვერტიცელიოზი ძლიერად ვითარდება მონოკულტურის წარმოებისას. განსაკუთრებით ძლიერად ვითარდება დაავადება მსუბუქ ნიადაგებში. პათოგენის განვითარებისათვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის მაღალი ტემპერატურა (25ºC) და ნიადაგის შემცირებული ტენიანობა. ამიტომ დაავადების განვითარება ივლისში და აგვისტოში ძლიერდება, ხოლო აგრილებასთან ერთად სექტემბერ-ოქტომბერშიმცირდება. ეს პროცესი აისახება მცენარეზე, ამ პერიოდში ხდება მცენარის გარკვეულწილად აღდგენა ღეროს ქვედა მხარეს ვითარდება ახალი წანაზარდები.

დაავადების სიმპტომებიდაავადების პირველი ნიშნების გამოვლენა ხდება ყვავილობის წინ. დაზიანებული მცენარეებს ახასიათებთ სუსტი ზრდა, მუხლთაშორისების ყავისფერი შეფერილობა და მცირე ზომის მუქი-მწვანე ფოთლები. ქვემოთ მდებარე ფოთლები ჭკნება, მათზე ჩნდება ლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში ვრცელდება მთელ ფოთოლზე. დაზიანებული ფოთოლები ყვითლდება, განიცდის ნეკროზს და ცვივა. დაზიანებების შედეგად მცენარე მთლიანად ჭკნება და იღუპება. განვითარების ადრეულ ეტაპზე დაზიანებული მცენარეები ვერ ივითარებენ ნასკვებს, ხოლო ცოტა უფრო გვიანდელ სტადიებზე დაზიანების შემთხვევაში კი ნაყოფები წვრილი და დამჭკნარია. დაავადებულ მცენარეთა ფესვებს ერთი შეხედვიტსაღის შეხედულება აქვთ, თუმცა სიგრძივ გადანაჭერზე შეინიშნება გამტარი სისტემის გამუქება და ნეკროზი.

ბრძოლის ღონისძიებები:

· კულტურათა მონაცვლეობა;
· შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული დახარისხიანი ჩატარება;
· ნაკვეთის გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან;
· დაავადებისადმი გამძლე ჯიშების და ჰიბრიდებისწარმოება.


დაავადებული მცენარეების სურათები





Attached Thumbnails

  • ვერტიცელიოზური.jpg
  • ვერტიცელიოზური ჭკნობა.jpg


#8 მეამბოხე

მეამბოხე

    Advanced Member

  • Administrators
  • 459 წერილები:
  • Locationთბილისი, საქართველო

დაწერილია 01 December 2012 - 05:10 AM

წიწაკის სოკოვანი დაავადებები

ცერკოსპორიოზი


გამომწვევიCercosporacapsici Heal.
სოკო ინახება დაზიანებულ მცენარეულ ნარჩენებში და ნიადაგში 10 სმ-მდე სიღრმეში. იმ შემთხვევაში თუ იგი მოხვდება ნიადაგის უფრო ღრმა ფენაში, სწრაფად კარგავს სიცოცხლისუნარიანობას. ვეგეტაციის პერიოდში დაავადება ვრცელდება კონიდიების საშუალებით. ყველაზე ძლიერი დაზიანება შეინიშნება ვეგეტაციის პერიოდის ბოლოს, ხანდაზმულ და ფიზიოლოგიურად სუსტ მცენარეებზე. დაავადების გავრცელებისათვის ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს ქმნის ტენიანობა და ცვარი.
დაავადების სიმპტომებითავდაპირველად ქვედა იარუსის, ხოლო შემდგომ ზედა ფოთლებზეც ჩნდება მრავალრიცხოვანი ლაქები, რომელთაც აქვთ მოთეთრო ფერის ცენტრი და მუქი-წითელი გარსი. ძლიერი დაზიანებისას შესაძლოა მოხდეს ქვედა იარუსის ფოთლების მთლიანი გაყვითლება და ხმობა, იმ ფონზე, რომ ზედა იარუსის ფოთლებმა შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა.

ბრძოლის ღონისძიებები:

· შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული დახარისხიანი ჩატარება;
· მცენარეული ნარჩენების განადგურება;
· ღრმად ხვნა.


დაავადებული მცენარეების სურათები

Attached Thumbnails

  • ცერკოსპოროზი.jpg
  • ცერკოსპოროზი1.jpg
  • ცერკოსპოროზი2.jpg


#9 მეამბოხე

მეამბოხე

    Advanced Member

  • Administrators
  • 459 წერილები:
  • Locationთბილისი, საქართველო

დაწერილია 01 December 2012 - 05:22 AM

წიწაკის სოკოვანი დაავადებები

წიწაკის ნაცარი



გამომწვევი Leveillula taurica.
დაავადება ძირითადად ვრცელდება დაცულ გრუნტში. პათოგენს გააჩნია უნარი შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა გამხმარ მცენარეულ ნარჩენებში. კონიდიები ვითარდებიან მაღალი ტემპერატურის და დაბალი ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის პირობებში. დაწვიმებით მორწყვა აფერხებს დაავადების განვითარებას.
დაავადების სიმპტომებიფოთლების ზედა მხარეს ვითარდება მოყვითალო ფერის და სხვადასხვა ფორმის მქონე ლაქები, ხოლო ფოთლის ქვედა მხარეს, ლაქების ქვეშ, ჩნდება თეთრი ფერის ნადები, რომელიც დაავადების ძლიერი გავრცელების დროს ფოთლის ზედა მხარეზეც ჩნდება. ხშირ შემთხვევაში ფოთოლი განიცდის დეფორმაციას. დროთა განმავლობაში ლაქები ერთმანეთს უერთდება, დაზიანებული ფოთლები ყვითლდება და ცვივა.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული დახარისხიანი ჩატარება
  • მცენარეული ნარჩენების განადგურება
  • დახურულ გრუნტში არსებული კულტურის იზოლაცია მინდვრის კულტურებისაგან
  • სათბურის ნიადაგისა და კონსტრუქციის დეზინფექცია


დაავადებული მცენარეების სურათები



Attached Thumbnails

  • ნაცარი.jpg
  • ნაცარი1.jpg


#10 მეამბოხე

მეამბოხე

    Advanced Member

  • Administrators
  • 459 წერილები:
  • Locationთბილისი, საქართველო

დაწერილია 01 December 2012 - 05:27 AM

წიწაკის სოკოვანი დაავადებები



წიწაკის ფიტოფტორა

გამომწვევიPhytophthoracapsici.
დაავადების გამომწვევი ინახება ნიადაგში. წვიმა, ნიადაგის ტენიანობა და ნიადაგის ცუდი დრენაჟი ხელს უწყობს დაავადების სწრაფ გავრცელებას და განვითარებას. დაავადება ძირითადად ვრცელდება წყლის წვეთებით და ქარით. მისი გავრცელება და მცენარიდან მცენარეზე გადატანა ხდება ასევე მიწის ნაწილაკებით, რომლებიც გადაიტანება ფეხსაცმლით დასასოფლო-სამეურნეო ტექნიკით.
დაავადების სიმპტომები – დაავადება აზიანებს მცენარის ყველა ორგანოს.
ფესვების დაზიანება როგორც წესი, სრულდება მცენარის სწრაფი ჭკნობით. დაზიანებული ფესვი იღებს მუქ-ყავისფერ შეფერილობას. ფესვს ქერქი ადვილად სცილდება. ფესვის ყელის დაზიანების სიმპტომები თავდაპირველად ვლინდება მუქი მწვანე ფერის უბნების სახით,რომლებიც იზრდებიან ზომაში და იღებენ მუქ-ყავისფერ შეფერილობას.
ფოთოლზე დაავადების სიმპტომები ვლინდება მცირე ზომის და სხვადასხვა ფორმის დაზიანებული უბნების სახით, რომლებიც თანდათან იზრდებიან ზომაში. ამასთან ერთად ფოთლის დაზიანებული ქსოვილი შრება და იღებს მოყვითალო-ყავისფერ შეფერილობას.
ნაყოფის დაზიანებისას თავდაპირველად ჩნდება მუქი-მწვანე ფერის ლაქები, ინფექციის გავრცელების პარალელურად ნაყოფები ნაოჭდება. ამ დროს ნაყოფი როგორც წესი, არ ცვივა.



ბრძოლის ღონისძიებები:

· მორწყვის სწორი რეჟიმი;
· კულტურათა მონაცვლეობა;
· შესაბამისი ქმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

დაავადებული მცენარეების სურათები



Attached Thumbnails

  • ფიტოფტორა.jpg
  • ფიტოფტორა1.jpg





0 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 0 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი