Jump to content

 

სურათი

თუთის სასარგებლო თვისებები


  • Please log in to reply
გამოხმაურება

#1 Crazy girl

Crazy girl

    Advanced Member

  • Administrators
  • 183 წერილები:

დაწერილია 01 June 2013 - 11:06 AM

372a01490b3a.jpg

 
 
                                                                                                                         

თუთა


თურმე თუთა, თეთრიც და შავიც, სამკურნალოა. ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება თუთის ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, ქერქი. ეს ხილი შეიცავს ბევრ კალიუმს, რკინას, ვიტამინებს. რეკომენდებულია ყაბზობის და შეშუპების დროს. აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
მედიკოსები მიიჩნევენ, რომ თუთა ბევრ დაავადებას სწრაფად და უკვალოდ აქრობს. ის ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებულთათვის. მაგალითად, უკრაინაში გულის მანკითა და მიოკარდიით დაავადებულები ერთი თვის განმავლობაში დღეში 4-ჯერ 300-400 გ მწიფე თუთას ჭამდნენ და სამი კვირის შემდეგ გულის ტკივილს აღარ გრძნობდნენ, მოუწესრიგდათ გულის რიტმიც.
ჰიპერტონიისა და გულსისხლძარღვების სხვადასხვა დაავადების დროს რეკომენდებულია თუთის ფესვების ნახარში. კარგად გარეცხილ, დაქუცმაცებულ 200 გ თუთის ფესვებს დაასხით ცივი წყალი, 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 0,5 საათით ადრე.
პირის ღრუს და ლორწოვანი გარსის ანთებისა და ყელის ტკივილის დროს: 2ს/კ თუთას (უმჯობესია შავი) დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათი და მიიღეთ 50გ ნაყენი 4-ჯერ დღეში, ჭამამდე.
სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ახალი, ისე გამხმარი თუთა, მურაბები.
თუთის მურაბა
1 კგ მწიფე თუთას დააყარეთ 1 კგ შაქარი, რამდენიმე საათი გააჩერეთ გრილ ადგილას, შემდეგ 10-15 წუთი ადუღეთ, გადმოდგით და მეორე დღეს ხარშეთ მანამ, სანამ მურაბა მზად არ იქნება. მოხუფეთ და შეინახეთ.




0 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 0 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი