Jump to content

 

სურათი

ოთახის მცენარეები და მათი მოვლა


25 გამოხმაურება

#1 spieler

spieler

    Member

  • წევრები
  • პიპპიპ
  • 18 წერილები:

დაწერილია 16 February 2013 - 09:27 PM

ძნელად თუ ნახავთ ოჯახს, სადაც ოთახის მცენარეები არ ქონდეთ. 
რომელი ყვავილი როგორ და რა პირობებში გავამრავლოთ? 
გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. 
 
თემას აზალიათი ვიწყებ. 
აზალიას 2000-მდესახეობა არსებობს. გვხვდება ვარდისფერი, წითელი, შინდისფერი, ნარინჯისფერი და ყვითელი აზალია, ზოგიერთი კი რამდენიმე ფერს ერთდროულადაც შეიცავს.
იგი ხარობს როგორც ბაღში,ასევე ქოთანში. 
 

azalia.JPG

 
აზალიას ერთ-ერთი მთავარი თავისებურება ისაა, რომ სხვა ყვავილებისგან განსხვავებით, მას მჟავე მიწა უყვარს, ამიტომ მისი ნიადაგის შემცველობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ტორფი, რომლის შეძენა ყვავილების მაღაზიებშია შესაძლებელი.
თუ ტორფი ვერ იშოვეთ, ყვავილის მორწყვის დროს წყალში ლიმონის რამდენიმე წვეთი ჩაამატოთ.
აზალია აუცილებლად უნდა მორწყოთ წინასწარ მომზადებული, გაჩერებული წყლით.
აზალია სინათლის მოყვარული ყვავილია, მაგრამ ვერც მზის მწველ სხივებს იტანს.
 წყლისა და შუქის უკმარისობის გამო  შესაძლოა მას ფოთლები დასცვივდეს.
ამ მცენარის გადარგვა რეკომენდებულია გაზაფხულზე ან შემოდგომაზეა,
ქოთნიდან ერთი ძირი ფრთხილად უნდა ამოიღოთ და სხვა ქოთანში გადარგოთ.
გაითვალისწინეთ, რომ სასურველი არაა აყვავებული ნერგის გადარგვა, უნდა დაელოდოთ ყვავილობის დამთავრებას.
ახალგადარგული აზალიას აყვავება მის ასაკზეა დამოკიდებული.
იგი წელიწადში ორჯერ, თითქმის ორი თვისგანმავლობაში ყვავის

#2 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 18 February 2013 - 02:30 PM

ოთახის ყვავილები დედაჩემის სისუსტეა  :D  :D  განსაკუთრებით ბარაქის ხე  :D  :D  მის მოვლაზეც თუ დაწერთ რამეს, კარგი იქნება  :rolleyes:  :rolleyes:



#3 მეამბოხე

მეამბოხე

    Advanced Member

  • Administrators
  • 461 წერილები:
  • Locationთბილისი, საქართველო

დაწერილია 18 February 2013 - 09:26 PM

<iframe width="420" height="315" src="http://www.youtube.c...bed/e13sn0a2o2s" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

#4 lady in red

lady in red

    მოდერატორი

  • მოდერატორი
  • 333 წერილები:

დაწერილია 18 February 2013 - 09:43 PM

ოთახის ყვავილები დედაჩემის სისუსტეა  :D  :D  განსაკუთრებით ბარაქის ხე  :D  :D  მის მოვლაზეც თუ დაწერთ რამეს, კარგი იქნება  :rolleyes:  :rolleyes:

 
 

 604628c578ce.jpg


ამბობენ რომ მას ოჯახში წარმატება და ბარაქა მოაქვს.თუ ფენშუის დავუჯერებთ, ეს მცენარე ნამდვილი სასწაულია და აუცილებელია ყველას ჰქონდეს ოჯახში.
საუბარი გვაქვს ე.წ. ფულის ხეზე.ზოგადად ყვავილებს მორწყვისა და გადარგვის გარდა ალერსი და სითბო უყვართ, არც ჩვენი ფულის ხეა გამონაკლისი თუმცა კი მას ბევრი წყალი არ უყვარს.ბიოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: ორი ერთი და იგივე სახეობის მცენარე მოათავსეს სხვადასხვა ოთახებში, ერთს ჩვეულებრივ რწყავდნენ, უვლიდნენ და ეალერსებოდნენ, ხოლო მეორეს კი მხოლოდ რწყავდნენ და მიწას უფხვიერებდნენ.იმ ყვავილმა, რომელსაც ეალერსებოდნენ, უფრო სწრაფად გაიხარა და აყვავდა, ვიდრე მეორე ეგზემპლარმა.ახლა მინდა პატარა გადახვევის შემდეგ მოგიყვეთ ფულის ხეზე.
დღეს ის თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება მაგრამ მისი გახარება და აყვავება ცოტა ვინმეს თუ შეუძლია.მას არ უყვარს ნესტი და ბევრი წყალი მაგრამ არც სიმშრალის მოყვარულია. უყვარს ნიადაგი რომლშიც ცოტაოდენი ქვიშაა შერეული.ზამთრის პერიოდში ძალიან პრეტენზიულია და ყოველივე ეს ხშირად ხდება მისი მოწყენის მიზეზი.თუ ბევრი წყლის დასხმა მოგივათ, მას აუცილებლად დაულპება ფესვები და ამის გამოსწორება ძალიან რთულია.
რაც შეეხება ამ მცენარეზე გავრცელებულ ლეგენდებს.ფენშუიმ თქვა რომ ეს მცენარე მართლაც არის ბარაქის მომტანი ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ის კარგად ხარობს(რაც საქართველოში თუ სხვაგან სადმე ძალიან იშვიათად შეძლეს ამ მცენარის კაპრიზობის გამო თუმცა კი შესაძლებელია).იმისათვის რომ ხემ კარგად გაიხაროს ის უნდა მოიპაროთ(ამბობენ მოპარული კარგად ხარობსო).ოთახში მისი მდებარეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია.სწორედ ეს მხარე წარმოადგენს ფულის ზონას.ფულის ხეს ძალიან უყვარს მოფერება და ალერსი.კაი იქნება თუ წითელი ფერის ზონარს შევაბამთ იმიტომ რომ ჩინეთში თვლიან რომ წითელი ფერი ბარაქას მოტანას ხელს უწყობს.კიდევ ერთი საიდუმლო კერძოდ მონეტები.ამ მცენარის გადარგვისას ძირში ჩააყოლეთ ყველზე მსხვილი მონეტა, არ აქვს მნიშვნელობა ახალი თუ ძველი.ახალი წლის ღამეს მას ფულებით რთავენ.მას აუცილებლად თიხის ქოთანი სჭირდება და ამ ყველაფერთან ერთად ფულის ხე ყვავის და აქვს ძალიან ნაზი და ლამაზი ყვავილები.თუ თქვენ სახლში კრასულა იგივე ფულის ხე აყვავდება, მაშინ აუცილებლად გელით ხვავი და ბარაქა.
 
წყარო: http://ucnauri.com



#5 spieler

spieler

    Member

  • წევრები
  • პიპპიპ
  • 18 წერილები:

დაწერილია 21 February 2013 - 12:18 AM

7fcef1543e9d.jpg

 
 
 
 
პრიმულა, იგივე ფურისულა - უმალაზესი ოთახის მცენარის სახეობა, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა თბილისში. მისი შეძენა დაახლოებით 5 ლარად ნებისმიერ უბანში და ყვავილების მაღაზიაში შეიძლება, ყვავილებით და სილამაზით კი თითქმის ივნისამდე გაგახარებთ.
ყვავილი სხვადასხვა  ფერის აქვს. არის ლურჯ, წითელ, ვარდისფერ, იისფერ და ყვითელყვავილიანი პრიმულები.
უყვარს სინათლე, მაგრამ არა მზის პირდაპირი სხივები, ამიტომ მოარიდეთ ფანჯრის რაფაზე დადმას.
წყლის მიმართაც სპეციფიკური მოთხოვნები აქვს. მორწყვას საჭიროებს 3 დღეში ერთხელ. ამისათვის ქოთანი წყლით სავსე თასში უნდა ჩადგათ ნახევარი საათით. წყალი უმჯობესია ოთახის ტემპერატურის იყოს. მცენარე ამ პროცედურისას მთელი 3 დღის საკმარ წყალს იღებს.
ყვავილობის დამთავრების შემდეგ შესაძლებელია მცენარის ღია გრუნტში გადატანა და გამრავლებაც.

#6 lady in red

lady in red

    მოდერატორი

  • მოდერატორი
  • 333 წერილები:

დაწერილია 21 February 2013 - 01:09 AM

პრიმულა, იგივე ფურისულა  

 

 

ფურისულა ჰქვია ამასაც? ტყის ფურისულაც არის ხომ? ყვითელი ყვავილები და რა სუნი აქვს ..მიყვარს  :wub:



#7 spieler

spieler

    Member

  • წევრები
  • პიპპიპ
  • 18 წერილები:

დაწერილია 21 February 2013 - 10:47 AM

ფურისულა ჰქვია ამასაც? ტყის ფურისულაც არის ხომ? ყვითელი ყვავილები და რა სუნი აქვს ..მიყვარს  :wub:

კი, ფურისულა ძირითადად ტყის და მდელოს ველური ყვავილია, ყვითელი, წითელი ან ვარდისფერი. 

პრიმულა ლათინური სახელწოდებაა და ქოთნის ამ ხელოვნურად გამოყვანილ ჯიშებსაც უბრალოდ პრიმულებს უწოდებენ :) 



#8 lady in red

lady in red

    მოდერატორი

  • მოდერატორი
  • 333 წერილები:

დაწერილია 21 February 2013 - 01:03 PM

კი, ფურისულა ძირითადად ტყის და მდელოს ველური ყვავილია, ყვითელი, წითელი ან ვარდისფერი. 

პრიმულა ლათინური სახელწოდებაა და ქოთნის ამ ხელოვნურად გამოყვანილ ჯიშებსაც უბრალოდ პრიმულებს უწოდებენ :)

დიდი მადლობა განმარტებისთვის  :wub:



#9 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 11 June 2013 - 11:42 AM

4a54200d0ebf.jpg

ალოე. მისი სახეობები. ალოეს მოვლა და გამრავლება
ალოე მიეკუთვნება შროშანისებრთა ოჯახის მცენარეებს. ალოეს მსხვილი ფოთლები ეხმარება მას ტენიანობის შენარჩუნებაში. მისი სამშობლოა აფრიკა. ჩვეულებრივ ეს მცენარე მოყავთ სამკურნალო მიზნებისთვის, მაგრამ ძალიან საინტერესოა ასევე როგორც დეკორატიული მცენარე.  
აფრიკაში მისი სიმაღლე აღწევს 10 მეტრამდე და რეგულარულად ყვავის. ყავილები მოწითალო- მონარჯისფროა და ვითარდებიან გრძელ ყუნწზე. ისინი ყვავიან რამდენიმე ყვავილი ერთად და ქმნიან თაიგულს. სახლის პირობებში  ალოე ყვავის იშვიათად. მან უნდა მიაღწიოს 10 წლიან ასაკს, რომ შეძლოს აყვავება და ზამთარში უნდა შევუქმნათ განსაკუთრებული პირობები, ტემპერატურა არ უნდა იყოს 14 გრადუსზე მაღალი და პრაქტიკულად არ უნდა მოვრწყათ. თუმცა უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ალოეს ყვავილის სურნელი იწვევს თავის ტკივილს.
ალოე არისტატა- კომპაქტური მცენარეა წვრილი ფოთლებით, 10 სმ სიმაღლის, მონაცისფრო- მომწვანო შეფერილობის, ფოთლების გვერდებზე ეზრდება თეთრი ხიწვები.
ალოე ვარიეგატა - გამოირჩევა თავისი მუქი მწვანე ფოთლების სწორკუთხა სამკუთხედის ფორმით. ფოთლებს მთელ სიგრძეზე გასდევთ თეთრი ზოლი, ფოთლების სიგრძე 15 სმ.
ალოე ვერა - ნამდვილი ალოე, როგორც უწოდებენ ხშირად. ეს ბალახოვანი, მრავალწლიანი მცენარეა, წვრილი მწვანე ფოთლებით. სწორედ ამ მცენარის კულტივირება მოახდინეს თავდაპირველად და იყენებდნენს სამკურნალოდ.  გავრცელდა ქვეყნებში ინდოეთში, ჩინეთში, ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებში.
ალოეს განვითარებისთვის სჭირდება ბუნებრივ გარემოსთან მიახლოებული პირობები- უდაბნოს და ნახევარუდაბნოს პირობები.  ალოეს უყვარს ნათელი ადგილები, დღის და ღამის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. იტანს ტემპერეტურის დაცემას -50-მდე. ნორმალური განვითარებისთვის სჭირდება მზის პირდაპირი სხივები რამდენიმე საათი დღეში, მაგრამ ძლიერ სიცხეს ჯობია მოვარიდოთ. უყვარს სუფთა ჰაერი.
გაზაფხულზე და ზაფხულში მორწყვა აუცილებელია იმის მიხედვით, მიწა რამდენად სწრაფად შრება, ხოლო ზამთარში თითქმის წყვეტენ მისთვის წყალი მიწოდებას. საკმარისია მისი მორწყვა თვეში ერთხელ. ზამთარში სასურველია შევინახოთ +10-12 გრადუს ტემპერეტურაზე.
მიწა უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით ქვიშას, რომ მან არ დააკავოს წყალი დიდ ხნით. ალოესთვის  მიწის საუკეთესო ნარევია: 1 წილი ფოთლოვანი მიწა, 2 წილი ტორფი,  მდინარის ქვიშა, აგურის ნარჩენები და ნახშირი.
ზრდის პერიოდში ალოეს კვებავენ ამონიუმის გვარჯილით - 1 გრ 1 ლ წყალში.
ალოე არ არის პრეტენზიული მცენარე, მისი გადარგვა საჭიროა 2-3 წელიწადში ერთხელ.
ალოე ადვილად მრავლდება. იყენებენ მის ფოთოლს. ამისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული და ზაფხული. ყუნწი დარგვამდე უნდა გამოვახმოთ ჰაერზე 1-2 დღის განმავლობაში. მისი დარგვა შესაძლებელია ჩვეულებრივ ნიადაგში ან ქვიშაში. უნდა მოვრწყათ ძალიან ფრთხილად, რომ ყუნწი არ დალპეს.


#10 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 16 June 2013 - 01:49 AM

იელი. იელის მოვლა და გამრავლება. იელის დაავადებები.

 

იელი იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გრილ ტყეებში. ბოტანიკოსები იელს უწოდებენ როდოდენდრონების ნაირსახეობას, რომელი მოყავთ ორანჟერიებსა და ოთახებში. ბუნებრივ პირობებში იელი მარადმწვანე ბუჩქია ან პატარა ხე.
ოთახის მცენარე იელი ყვავილობას იწყებს ზამთარში. ძირითადად გვხვდები მისი ორი სახეობა: ინდური და იაპონური იელი.
ინდური იელი პატარა, მარადმწვანე ბუჩქია, 50 სმ სიმაღლის. მისი ფოთლები წვრილია. ზედაპირი მუქი მწვანე, ხოლო მეორე მხარე ბაცი მწვანეა და დაფარულია მოწითალო ბუსუსებით. ყვავილები შეკრებილები არიან ერთად. ყვავიან ერთდროულად. ინდური იელის ყვავილი თეთრიდან მუქ წითლამდე სხვადასხვა შეფერილობას იღებს. ხშირად გვხვდება ასევე ორფეროვანი იელი.
იაპონური იელი, როგორც ქოთნის ყვავილი გვხვდება ძალიან იშვიათად. ის პატარა ბუჩქია მბრწყინავი ფოთლებით, რომელთა სიგრძეც 3-5 სმ-ია. აქვს წვრილი ყვავილები.
იაპონური იელი აყვავების შემდეგ შეგვძლია გადავრგათ ეზოში. ის უძლებს -200-მდე ყინვას.
ოთახის იელი პრეტენზიული ყვავილია. ამიტომ ერთხელ აყვავების შემდეგ მას სცვივა ფოთლები და ჭკნება, მაგრამ თუ შევუქმნით მისაღებ პირობებს, ის გაძლებს არა მხოლოდ ერთი წელი.
იელს უყვარს სიგრილე. ტემპერეტურა შეძლებისდა გვარად არ უნდა აღემატებდეს +18-ს, ხოლო მისთვის ოპტიმალურია 10-15 გრადუსი სითბო. ოქტომბერ-დეკემბერში იკეთებს კვირტებს. ამ დროს 13-16 გარუსი ტემპერატურა ხელს უწყობს აყვავებას, მაგრამ თუ ტემპერატურა მკვეთრად დაეცა აყვავების პროცესი გაჭიანურდება. თბილ და მშრალ ოთახებში ამ პირობების შესაქმნელად მეყვავილეები მიმართავენ სხვადასხვა ხერხს: ქოთნის კიდეზე დებენ ყინულს, რწყავენ ცივი წყლით, ან ასხურებენ წყალს, წინააღმდეგ შემთხვევაში იელის ყვავილობის დრო საგრძნობლად მცირდება ან საერთოდაც სცვივა კვირტები.
ასევე მნიშვნელოვანია ნიადაგის ტენიანობა. მისი ნიადაგი ყოველთვის უნდა იყოს ტენიანი და არა სველი. ტემპერტურის კლებისას წყვეტენ მის მორწყვას, ხოლო მომატებისას ისევ ანახლებენ. იმ შემთხვევაში თუ ნიადაგი მშრალია, იელის ქოთანი უნდა ჩავდგათ წყლიან ჭურჭელში და გავაჩეროთ იმდენი ხანი, სანამ ის არ აითვისებს საკმარის წყალს. ამ პროცედურის შემდეგ რეგულარული მორწყვა განახლდება 2-3 დღის შემდეგ. ზაფხულში იელი უნდა მოირწყას დღეში ორჯერ და არ უნდა დაგვევიწყდეს წყლის მისხურება ფოთლებზე.
იელის მოსარწყავად საუკეთესოა წვიმის წყალი, მაგრამ თუ ვრწყავთ ონკანის წყლით აუცილებელია მისი ადუღება. იელს ძალიან არ უყვარს ხისტი წყალი. ორ კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მორწყათ ლიმნის მჟავის ხსნარით (1 ჩაის ჭიქა 2 ლიტრ წყალზე). ეს დაეხმარება ნიადაგს საჭირო მჟავიანოვის შენარჩუნებაში.
იელის მოვლა ასევე გულისხმობს მისთვის ნათელი ადგილის შერჩევას, თუმა მზის პირდაპირი სხივები მისთვის საზიანოა. ამ დროს მისი ფოთლები ნაოჭდება, ხოლო ყვავილები სცვივა.
ყვავილობის დამთავრების შემდეგაც უნდა გავაგრძელოთ მასზე ზრუნვა. პირველ რიგში ქოთანი უნდა გავათავისუფლოთ ჩამოცვენილი ყვავილებისგან, მოვაცილოთ დამჭკნარი ფოთლები. ყვავილობის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ, როდესაც ახალ რტოებზე ჩნდება 3-4 წყვილი ფოთოლი, მცენარე უნდა გავსხლათ. ეს პროცედურა უნდა ჩავატაროთ წელიწადში 3-ჯერ. უკანასკნელად მცენრეს სხლავენ ივლისში ან აგვისტოს დასაწყისში. ეს აუცილებელია.
ყავილობის დამთავრების შემდეგ სუსტ და ძალიან გამოყოფილ ყლორტებს აჭრიან და მცენარეს უცვლიან ნიადაგს. მცენარის გადარგვა საჭიროა ორ წელიწადში ერთხელ. იელისთვის უნდა ავარჩიოთ ფართო ქოთნები, რადგან მისი ფესვთა სისტემა ვითარდება ჰორიზონტალურად და ინვითარებს ფესვებს მიწის ზევით.
გადარგვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ფესვის დასაწყისი არ დაიფაროს მიწით, ამან შესაძლოა დაღუპოს მცენარე, ასევე უნდა ვეცადოთ არ დავაზიანოთ ფესვები, ამისთვის ფესვების გარშემო ნიადაგს არ უნდა შევეხოთ.
გაზაფხულზე შეგვიძლია მცენარე გავიტანოთ გარეთ და მოვათავსოთ ჩრდილში.
იელს ყველაზე ხშირად ამრავლებენ მისი ღეროთი. ეს რთული პროცესია:
- ამისთვის იღებენ ახალგაზრდა ყლორტს
- ყლორტის სიგრძე უნდა იყოს 10-15 სმ. მას ჭრიან ბასრი დანით. აცილებენ ქვედა ფოთლებს.
- ათავსებენ ტენიან ტორფში 5 სმ სიღრმეზე და მიწას მის გარშემო კარგად ტკეპნიან.
- აფარებენ ქილას.
- ფესვის გამოსატანად საჭიროა ჰაერის მაღალი ტენიანობა და +25 გრადუსამდე ტემპერატურა.
- საჭიროა ყლორტის დღეში სამჯერ განიავება და მისთვის წყლის მისხურება, რომ არ ჩალპეს.
ფესვის გამოტანის პროცესს სჭირდება დაახლოებით ნახევარი წელი. ფესვის გამოტანის შემდეგ მას გადარგავენ და უვლიან ზემოთ აღწერილი წესების მიხედვით.

იელის ყველა დაავადება დაკავშირებულია ტემპერატურული რეჟიმის დარღვევასთან, არასწორ მორწყვასთან, არასაკმარის განათებასთან, ნიადაგის არასწორ შერჩევასთან და ა. შ.
თუ ჰაერი ძალიან მშრალი და თბილია, ხოლო მორწყვა არასაკმარისი, მცანარე შეიძლება დაზარალდეს ტკიპებისგან. ეს ძალიან პატარა წითელი ობობაა. ის ჩნდება ფოთლების შიდა მხარეს და ხვევს მათ თხელ თეთრ ქსელში. მათი გადადგურება შესაძლებელია წყლის, თამბაქოს და საპნის სუსტი ნარევის საშუალებით ფოთლების გარცხვით, განიავებით. ფოთლების გარეცხვის შემთხვევაში საჭიროა ფოთლების გავლება გრილი წყლით. ამ მეთოდის გამოყენება მოგვიხდება რამდენჯერმე, მავნებლების სრულ განადგურებამდე.

b88bea238395.jpg



#11 Crazy girl

Crazy girl

    Advanced Member

  • Administrators
  • 183 წერილები:

დაწერილია 20 June 2013 - 12:39 PM

როგორ გავაძლებინოთ ვარდებს დიდხანს

 

 

c256d73556b1.jpg

თქვენ გაჩუქეს ძალიან დიდი ყვავილების ბუკეტი. ის მოიტანეთ სახლში და შეამჩნიეთ, რომ ჭკნობას იწყებენ და შრებიან. როგორ გავუხარნგრძლივოთ სიცოცხლე ამ ლამაზ და მომხიბვლელ ყვავილებს? ამ ინტსრუქციაში მოყვანილია მაგალითები რომლებიც დაგეხმარებათ მოცემული პრობლემის გადაწყვეტაში.

საფეხურები
 
 
1. აუცილებლად მოაჭერით ძირი ყვავილებს სანამ ვაზაში ჩააწყობთ. სასურველია, რომ 10 სანტიმეტრზე გაასუფთავოთ ძირზე, ასევე მოაშორეთ ზედმეტი ფოთლები.
2. ვარდების ბუკეტისათვის შეარჩიეთ მაღალი ვაზა ისე, რომ ნახევარი ყვავილის სიმაღლე ჩანდეს ვაზიდან. გაავსეთ ის წყლით 5-6 სანტიმეტრით პირამდე.
3. ცხელ ამინდში ვარდები მოათავსეთ ცივ წყალში. ხოლო თუ ბუკეტი გაჩუქეს ზამთარში, ტემპერატურა წყლის არ უნდა იყოს არც ცივი არც ცხელი საშუალოდ (35-40გრადუსი)
4. დღის მანძილზე რამოდენიმეჯერ მიაშხურეთ წყალი ფოთლებზე. ასევე დღეში ერთხელ გამოუცვალეთ წყალი ვაზაში.
5. გახსოვდეთ, რომ სწორი მოვლის შემთხვევში ვარდებმა შეილება 2 კვირაც გაძლონ. ღამე შეეცადეთ სველ ადგილას დადოთ.
6. ასევე კარგია თუ ვაზაში წყალთან ერთად ცოტა შაქარსაც გაურევთ. ახალ ვარდებს ეს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. დანარჩენი დანამატები წყალზე როგორიცაა - ასპირნი, ასევე არაყიც არ გაურიოთ წყალში. ეს არაფერს ცვლის, მითია უბრალოდ.



#12 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 04 September 2013 - 10:32 AM

ოთახის ვარდის მოვლა

 

587832334352.jpg

 

ოთახში ჩვეულებრივ მოყავთ რემონტატული, ჰიბრიდული და პოლიანტული ვარდები. მათ შორის გარეგნული განსხვავება ძალზედ მცირეა. ვარდის ყველა ჯიშს აქვს ხუთი ფურცლისგან შემდგარი დიდი ფოთოლი, საკმარისად დიდი ყვავილი (სრულად გაშლის შემთხვევაში მისი დიამეტრი აღწევს 4 სმ), სხვადასხვა შეფერილობის და სასიამოვნო სურნელის.
თუ გავითვალისწინებთ ვარდის მოვლის ქვემოთ მოყვანილ რჩევებს, ვარდი გაძლებს 6 წელზე მეტი და კარგად გამრავლდება.
ვარდებისთვის სასარგებლოა:
სამხრეთ – აღმოსავლეთით მდებარე ფანჯრები და აივნები;
სასუქით მდიდარი ნიადაგი;
წელიწადის ცხელ დროს სუფთა ჰაერზე ყოფნა;
ხშირი მორწყვა ვეგეტაციის პერიოდში;
სასუქის შეტანა ყვავილობის დროს კვირაში ერთხელ;
დიდ ქოთანში გადარვა აუცილებლობის შემთხვევაში.

ვარდებს ვნებთ:
ცივი წყლით მორწყვა;
სიცხეში ყოფნა;
მცენარეზე გამხმარი ყვავილების დატოვება;
ფესვების დაზიანება გადარგვისას;
მავნებლების და დაავადებების გაჩენა;
თბილი ზამთარი.

როგორც კი შეიძენთ ვარდის ბუჩქს და სახლში მოიტანთ არ იჩქაროთ მისი გადარგვა სხვა ქოთანში. დადგით აღმოსავლეთ ან სამხრეთ - აღმოსავლეთ ფანჯარასთან და მიეცით დრო შეეჩვიოს ახალ მიკროკლიმატს.
ვარდების მორწყვა საჭიროა იმის მიხედვით, როგორ სწრაფად შრება მისი ნიადაგი. მათ რწყავენ ჩვეულებრივ მინიმუმ ერთი დღის ნადგამი წყლით.
ვარდები ასევე კარგად რეაგირებენ ფოთლებზე წყლის მისხურებაზე. ამას აკეთებენ საღამოს, ანადუღარი, გაციებული წყლით, ან სპეციალური სასუქით (მაგალითად "კასკადი"), გახსნილი ანადუღარ, ცივ წყალში. მისხურება ყოველ დღე არაა რეკომენდირებული, ზაფხულშიც კი.
მთვარის ავსების პერიოდი კარგი დროა ვარდის გადასარგავად. ამ დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ არ დავაზიანოთ ვარდის ფესვები. არ უნდა მოვაცილოთ ფესვის გარშემო მიწა. ასევე შესაძლებელია ფესვებზე შევამჩნიოთ თეთრი ან ნაცრისფერი გრანულები, ისინი არ უნდა მოვაცილოთ ან ჩამოვბანოთ.
ვარდებს კარგი განვითარებისთვის ჭირდებათ სასუქით მდიდარი ნიადაგი. ნარევი უნდა შედგებოდეს ერთი მეოთხედი ტორფისგან, ერთი მეოთხედი ნეშომპალისგან და ერთი მეორედი ქვიშისგან. ამ ნარევში გადარგვისას უნდა დავამატოთ კომპლექსური სასუქის გრანულები. თუ მსგავსი ნიადაგის დამზადების საშუალება არ გაქვთ შეგიძლიათ ვარდი გადარგოთ მზა, შეძენილ გრუნტში.
ვარდის ახალი ქოთანი უნდა იყოს კონტეინერზე დიდი, რომლითაც შეიძინეთ, სულ მცირე 2-4 სმ-ით დიამეტრზე და 5-7 სმ-ით სიმაღლეში. საკმაოდ დიდი ქოთნის აღებაც არ ვარგა, მცენარის მიწისზედა ნაწილი უნდა იყოს ქოთანთან 1:1 თანაფარდობაში. თუ ქოთანი კერამიკულია და თანაც სულ ახალი (მასში არაფერი იყო ჯერ ჩარგული), ის უნდა ჩავდოთ თბილ წყალში 2  საათით. თუ ქოთანში უკვე იზრდებოდა რაიმე მცენარე, ის კარგად უნდა გავრეცხოთ მაგარი ჯაგრისით თბილ წყალში, ოღონდ ქიმიური დანამატების გარეშე.
მომზადებული ქოთნის ძირში ყრიან გრანულებიან ნიადაგს, ზემოდან აყრიან სასუქ გაურეველ ნიადაგს.
გადარგვის წინ მცენარე უნდა მოირწყას კარგად. მას უნდა მივცეთ წყლის შეწოვის საშუალება (20 წუთი). შემდეგ ფრთხილად უნდა ამოვატრიალოთ ქოთანი, ერთი ხელით დავიჭიროთ მცენარე და მეორეთი ფრთხილად შევარხიოთ ქოთანი. ფესვებზე მიმაგრებული მიწა ადვილად უნდა მოსცილდეს ქოთანს. მას განათავსებენ ახალ ქოთანში და ყველა მხრიდან მოაყრიან ახალ მიწას. გადარგვის შემდეგ მცენარის მორწყვა საჭირო არაა. შეგვიძლია წყალი მივასხუროთ ფოთლებზე და დავდგათ ჩრდილში ან სამხრეთ ფანჯარასთან.
გადარგვიდან ერთი თვის შემდეგ, თუ მიმდინარეობს აქტიური ვეგეტაცია, იწყებან ვარდის სასუქით მომარაგებას. ჩვეულებრივ სასუქი შეაქვთ ორ კვირაში ერთხელ, რწყავენ მინერალური სასუქის ხსნარით, ან ფოთლებზე ასხურებენ სპეციალური სასუქის სუსტი ხსნარით. არ შეიძლება ახალგადარგული ან დაავადებული მცენარისთვის სასუქის მიწოდება. ამ პროცედურას ატარებენ საღამოს, მორწყვის შემდეგ, მაგრამ ცივ, წვიმიან ამინდში ვარდის სასუქით მომარაგება რეკომენდირებული არაა.
თუ ვარდს სინათლე მიეწოდება ერთი მხრიდან, ბუნებრივია ის გადაიხრება ამ მხარეს, რომ არ მივიღოთ გადახრილი ბუჩქი, მცენარე მსგავს შემთხვევაში უნდა დროდადრო შევატრიალოთ.
შემოდგომით, როდესაც ტემპერატურა დაეცემა 15-12 გრადუსამდე, მცენარე აივნიდან გადააქვთ ოთახში და დგავენ სამხრეთ ფანჯარასთან. როდესაც მცენარე წყვეტს ყვავილობას, მას ამზადებენ ზამთრისთვის. იშვიათად რწყავენ და წყვეტენ სასუქის მიწოდებას. თუ შესაძლებელია დავდგათ მცენარე ცივ ოთახში. ზამთარში ის არ უნდა იყოს 15-17 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე. ცენტრალური გათბობის მქონე სახლებში შესაძლებელია შემდეგი ვარიანტები. ფანჯარა რომელთანაც დგას ვარდი დავტოვოთ ღია, ან შემოვსაზრვროთ ადგილიპ ოლიეთილენის პარკით. მცენარის სიახლოვეს არ უნდა იყოს ელექტრომოწყობილობები.
მცენარის ზამთრისთვის მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპია მისი გასხვლა. მას ატარებენ მთვარის შევსების ფაზაში. თუ არ გავსხლავთ შემოდგომით, გაზაფხულზე ვარდი აყვავდება გვიან და ექნება ძალიან ცოტა ყვავილები. თუმცა თუ შემოდგომით ვერ მოვახერხეთ, ამის გაკეთება შესაძლებელია გაზაფხულზეც.
მოჭრილი ტოტები შეგვიძლია ვარდის გასამრავლებლად გამოვიყენოთ. მასზე ტოვენებ 3-4 ფოთოლს და დგავენ ოთახის ტემპერატურის წყალში. ჩვეულებრივ მას გამოაქვს ფესვები ორი კვირის შემდეგ, თუმცა მისი გადარგვა უმჯობესია, როდესაც ფესვი კარგად განვითარდება. შემოდგომის ნერგები ყვავილობას იწყებან უკვე შემდეგ გაზაფხულზე.
ზამთარში ვარდი არ ყვავის, მას სცვივა ფოთლები და გამოიყურება ძალიან მოწყენილად. ზამთარში მას რწყავენ იშვიათად. ცენტრალური გათბობის მქონე სახლებში მას უდგავენ წყლიან სინს.
გაზაფხულზე მას გამოაქვს ფოთლები. იწყებენ მის ხშირ მორწყვას. უნდა მივაწოდოთ სასუქი. მსხვილი ყვავილების მისაღებად სასურველია სასუქის ყოველკვირეული მიწოდება. კვირტის გამოტანის პერიოდში ყვავილი არ უნდა განიცდიდეს სინათლის ან ტენის ნაკლებობას.


#13 Guest_ანა_*

Guest_ანა_*
  • სტუმრები

დაწერილია 15 September 2013 - 10:00 PM

დადევით კიდევ რა სხვა მცენარეების შესახებ ინფორმაცია,ზალიან საინტერესო გვერდია



#14 Guest_მარინა_*

Guest_მარინა_*
  • სტუმრები

დაწერილია 05 November 2013 - 06:29 PM

როგორ გამოიყურება მცენარე კალონჰოე და როგორ მოვუაროთ მას



#15 Guest_tsiala chikashvili_*

Guest_tsiala chikashvili_*
  • სტუმრები

დაწერილია 06 November 2013 - 12:06 PM

dzalian mainteresebs,shobis varsklavis movla,noembridan.

 



#16 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 12 December 2013 - 02:21 PM


 

როგორ გამოიყურება მცენარე კალონჰოე და როგორ მოვუაროთ მას

 

16b6c59ced2a.jpg

 

კალანჰოე - სეკულენტური ჯიშის მცენარეა. ცნობილია ამ მცენარის 200 მეტი სახეობა, რომლებიც ხარობენ ტროპიკებში და ჩრდილოეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

 

 

კალანჰოე მრავალწლიანი ბალახოვენი ან ბუჩქოვანი მცენარეა.

კალანჰოე ასუფთავებს ჰაერს სახლში, ფლობს ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ შესაძლებლობებს.

კალანჰოე ბლოსფერდა წარმოშობით მაგადასკარიდანაა. მცენარეს აქვს სუსტი ტოტები,  მისი ფოთლები კვერცხის ფორმისაა, ყვავილები 1 სმ დიამეტრისაა, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი ან ნარინჯისფერი, რომლებიც შეკრებილია ქოლგისმაგვარ თაიგულად.

კალანჰოე დეგრემონა - ასევე მაგადასკარის სახეობაა, აღწევს 50 სმ სიმაღლეს. მისი ფოთლები გრძელია, დაახლოებით 20 სმ, ვიწრო ან მოგრძელებული ოვალის ფორმის, მონაცრისფრო- მომწვანო, უკნიდან იისფერი ლაქებით.

კალანჰოე ბეჰარენსისი - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს გრძელი 10 სმ სიგრძის და 5-10 სმ სიგანის ფოთლები, სამკუთხედის ფორმის, მსხვილად დაკბილული, ტალღოვანი, დაფარული ნაცრიფერი ნადებით. მისი ყვევილები წვრილია, ყვითელი შეფერილობის. წარმოშობით მაგადასკარიდანაა.

კალანჰოე პინატა - მსხვილი (1 მ-მდე) მცენარეა. ფოთლები მსხვილი, ქვედა ფოთლები - უბრალო, - ოვალური.

კალანჰოე ბენტა - ნახევრად ბუჩქოვანი მცენარე, სიმაღლით 1 მ. ფოთლები მრგვალია, 40 სმ სიგრძის. მისი ყვავილი თეთრია. ყვავის აპრილ- მაისში. კარგად ხარობს გრილ შენობებში.

კალანჰოე მრამოლური-  გვხვდება მთებში 1600-2300 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ეთიოპიაში. ის არის ნახევრად ბუჩქოვანი, 50 მს სიმაღლის მცენარე. აქვს თეთრი ყვავილები და ყვავის იანვარ- აპრილში.

მოვლა

კალანჰოეს მოვლა საკმაოდ მარტივია, ის არა პრეტენზიული მცენარე. ზამთარში უნდა იყოს ტემპერატურაზე 13-160 ტემპერატურაზე.

კალანჰოე ადვილად მოსავლელი მცენარეა. ზამთარში უნდამოვატავსოთ 13-16 გრადუს ტემტერატურამდე გამთბარ ოთახში. უყვარს სინათლე. მცენარე ადვილად იტანს მშრალ ჰაერს. მისი მორწყვა ზაფხულშიხდება ტემპერატურის მიხედვით, ხოლო ზამთარში ვამცირებთ მორწყვის რაოდენობას. მისი ნიადაგი უნდა შეიცავდეს ნეშომპალას, ტორფს და ქვიშას,შეიძლება დავამატოთ ნახშირი. მისი გადარგვა ხდება ყოველწლიურად, გაზაფხულზე.

ყვავილობის შემდეგ კალანჰოეს ღერებს ოდნავ აჭრიან, რომ მცენარეს ჰქონდეს ლამაზი შესახედაობა. კალანჰოე მრავლდება ღეროებით, ფოთლებით და თესლით.

თუ ფოთოლს მოვათავსებთ ნესტიან ქვიშაში მალე ის გამოიტანს ფესვებს.



#17 dudy

dudy

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 260 წერილები:

დაწერილია 12 December 2013 - 03:50 PM


 

dzalian mainteresebs,shobis varsklavis movla,noembridan.

შობის ვარსკვლავი

ლათინური სახელწოდება: Euphorbia pulcherrima

სამშობლო: მექსიკა

ბუნებრივ პირობებში ესაა მარადმწვანე მცენარე მეტრამდე სიმაღლის. ოთახის მცენარე იზრდება 50 სმ-მდე. ის შეციავს წებოვან თეთრს სითხეს, ამის გამო მასთან ურთიერთობისას უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, ამ თეთრი სითხის კანზე ან თვალში მოხვედრისას შესაძლებელია გამოიწვიოს გაღიზიანება. დღეისთვის არსებობს ამ მცენარის 100-ზე მეტი სახეობა.

შობის ვარსკვლავს უყვარს კარგად განათებული ადგილები, მაგრამ ამასთან მცენარე უნდა დავიცვათ მზის პირდაპირი სხივებისგან. მისაღები ტემპერატურაა 15-210 C. თუ ტემპერატურა ეცემა 100-მდე მცენარეს სცვივა წითელი თანაყვავილები და წყვეტს ყვავილობას. მცენარე ასევე უნდა დავიცვათ ქარისგან. მცენარე ვერ იტანს სიმშრალეს, მაგრამ ასევე არ უნდა გადავაჭარბოთ მორწყვის დროს, თორემ ფესვები დაიწყებს ლპობას.

შობის ვარსკვლავის მოვლისას მთავარია შევინარჩუნოთ ჰაერის ტენიანობა. აუცილებელია ფოთლებზე წყლის რეგულარული მისხურება, ამასთან მნიშვნელობანია, რომ წყალი არ მოხვდეს თანაყვავილებს.

არაა რეკომენდირებული სასუქით მიწის გამდიდრება მცენარის ყვავილობის პერიოდში.

შობის ვარსკვლავი მრავლდება კალმით. ზაფხულის დასაწყისში ხდება მცენარის გასხვლა, არჩევენ 10 სმ-ზე გრძელ კალმებს, რომლებსაც აქვთ ოთხამდე ჯანმრთელი ფოთოლი. მათ რგავენ ნესტიან, კარგად დრენირებულ, სუფთა ნიადაგში. რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ ნიადაგის ერთნაირი ტენიანობა და სულ მცირე 2-ჯერ დღეში მივასხუროთ წყალი ფოთლებს.

აუცილებელია მცენარის დაცვა მავნებლებისგან.  შობის ყვავილის ყველა მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად შეგვიძლია გამოვიყენოთ ინსექტიციდური საპონი. მცენარის ფოთლები უნდა დავამუშავოთ ამ საპნით.

ყვავილობის შემდეგ მცენარე 2 თვე „ისვენებს“. ამ დროს რეკომენდირებული შევწყვიტოთ მორწყვა (დავიყვანოთ მინიმუმამდე), გადავიტანოთ მცენარე მშრალ ადგილას, ტემპერატურა დავწიოთ 130-მდე. „დასვენების“ შემდეგ მცენარეს სხლავენ, ტოვებენ  14 სმ სიმაღლის 5-6 რტოს.

ამის შემდეგ მცენარე შეგვიძლია გადავიტანოთ 200-მდე გამთბარ ოთახში. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს მორწყვა.

მას შემდეგ რაც მცენარე დაიწყებს გაზრდას ის უნდა გადავიტანოთ უფრო დიდ ქოთანში. გადარგვიდან 2 კვირის შემდეგ აუცილებელია მცენარე მოვრწყათ ორგანული სასუქით.

თუ გვინდა რომ შობის ვარსკვლავი აყვავდეს ახალი წლისთვის, ის უნდა დავტოვოთ სინათლეზე მაქსიმუმ 8-9 საათი. ეს პროცედურა სასურველია დავიწყოთ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან.

 

ec0ef461a20b.jpg



#18 დავითი

დავითი

    Newbie

  • წევრები
  • პიპ
  • 2 წერილები:

დაწერილია 15 December 2013 - 10:26 PM

მოგესალმებით! სად შეიძლება ელიტური სათესლე კართოფილის შეძენა? პირველი რეპროდუქციის კართოფილიც დამაკმაყოფილებდა. გასათვალისწინებელია, რომ კახეთში ვგეგმავ კართოფილის მოყვანას და ალბათ საადრეო გამოდგება ყველაზე მეტად.



#19 მეამბოხე

მეამბოხე

    Advanced Member

  • Administrators
  • 461 წერილები:
  • Locationთბილისი, საქართველო

დაწერილია 17 December 2013 - 12:00 PM

551 25 66 52 კობა კობალაძე.

დაურეკეთ, აუხსენით თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებათ. აქვს რამდენადაც ვიცი ელიტური სარგავი მასალა, მათ შორის საადრეოც



#20 Guest_დავითი_*

Guest_დავითი_*
  • სტუმრები

დაწერილია 26 December 2013 - 12:06 AM

551 25 66 52 კობა კობალაძე.

დაურეკეთ, აუხსენით თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებათ. აქვს რამდენადაც ვიცი ელიტური სარგავი მასალა, მათ შორის საადრეოც

მადლობ





გამოხმაურების დამატება



  


0 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 0 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი